2013 წლის 19 დეკემბრის 19 საათის მონაცემებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ 1032 მსჯავრდებული და ბრალდებული შიმშილობს. დაწესებულებების მიხედვით,
სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში - 2 პატიმარი.
სასჯელაღსრულების # 6 დაწესებულებაში - 3 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში - 21 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში - 19 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში - 25 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში - 14 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში - 2 პატიმარი.
აღნიშნულ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები და ბრალდებული ინდივიდუალური მოთხოვნებით შიმშილობენ.
946 მსჯავრდებული შიმშილობს სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში. მათი მოთხოვნა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა და საქმეების გადახედვაა.
სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში განთავსებულმა 52-მა ქალბატონმა დღეს უარი განაცხადა პურის მიღებაზე.