,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები გიორგი ღვინიაშვილი და კახა ბუცხრიკიძე პროკურატურაში დაიბარეს. საგამოძიებო უწყებაში ღვინიაშვილი 13:00 საათზე, ხოლო ბუცხრიკიძე ხვალ, 16:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.
შესაბამისი უწყება პარტიის ცენტრალურ ოფისში პროკურატურის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ, მიიტანეს. როგორც ღვინიაშვილმა განმარტა იგი პროკურატურაში გირგვილიანის საქმესთან დაკავშირებით დაიბარეს.
,,უწყებაში არ ეწერა, მაგრამ პროკურატურის წარმომადგენლებმა განმიმარტეს, რომ ჩემი დაბარება უკავშირდება გირგვლიანის საქმეს. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ოპონენტებზე ახალი შემოტევის ტალღის ნაწილი", _განაცხადა პარტიის ოფისში გამრულ პრესკონფერენციაზე ღვინიაშვილმა.