,,ნიშანდობლივი და ღიმილის მომგვრელია, რომ აღმკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურა რუსთავის სასამრთლოს მიმართავს", _განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
მისივე განმარტებით, ის ყველანაირი სისულელისთვის მზად იქნება.
,,ნიშანდობლივი და ღიმილის მომგვრელია, რომ აღმკვეთის ღონისძიებაზე პროკურატურა რუსთავის სასამრთლოს მიმართავს. აბსურდისთვის რომ წარმოიდგინოთ, თეორიული დანაშაული, ჯერ არ დამტკიცებული, თბილისშია ჩადენილი, ყველა მონაწილე თბილისში ცხოვრობს, ყველა მონაწილე მუშაობს თბილისის მერიაში, ყველაფერი მოკლედ თბილისში მოხდა და ჩვენ რატომღაც რუსთავის სასამრთლოში მივდივართ. რას უნდა ელოდო სხვას პროკურატურისგან? უნდა ელოდო იმას, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური დევნის იარაღი. ყველანაირ სისულელეს ველოდები და ყველანაირი სისულელისთვის მზად ვარ", _განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ სასამრთლოს გიგი უგულავას აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს უნდა მიმართოს.