უკრაინიდან დნესტრიპირეთში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის 23 წლის მინდია გორაძის, იგივე გურამ აბაშიძის დეპორტაცია განხორციელდა. კრიმინალურ სამყაროში მას „ლავასოგლი ბატუმსკის" სახელით იცნობენ.
მინდია გორაძე ოდესაში დაიჭირეს. მასთან ერთად დაკავებული არიან მისი კრიმინალური დაჯგუფებს წევრები, რომეთაგანაც ხუთი - 24 წლის გიორგი მამუჩაძე, 30 წლის - რამაზ დევაძე, 30 წლის - გენადი გოგლიაშვილი, 29 წლის - ამირან ფაღავა და 29 წლის - ზურაბ ღოღელიანი - ბათუმელები არიან.
მათთან ერთად დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე 24 წლის მაირამ ზიადოვი. პირადი ჩხრეკისას მამუჩაძეს უცხოური წარმოების 9 მმ კალიბრის პისტოლეტი აღმოაჩნდა.