სასამართლო თბილისის მერის გიგი უგულავასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს ბრალდების მხარე სასამართლო პროცესზე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიგი უგულავას ახალი ბრალი გუშინ წარუდგინა. თბილისის მერს ბრალად თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი 48 მილიონი ლარის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვა ედება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიგი უგულავას 7-11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.