შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 მთავარი სამმართველოს 1-ლი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული მურმან ლ. თბილისში, ფოთის ქუჩაზე დააკავეს.
გამოძიებამ დადგინა, რომ დაკავებული ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს მეგობრის სარდაფში ინახავდა.
ექსპერტიზის დასკვნით, აღნიშნული სარდაფის ჩხრეკისას ამოღებულია "კალაშნიკოვი"-ს სისტემის "ა-კა 74"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც სროლისთვის ვარგისია, ასევე, 2 მჭიდი და "კალაშნიკოვი"-ს სისტემის ავტომატებისთვის განკუთვნილი, ქარხნული წესით დამზადებული 19 საბრძოლო ვაზნა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).