დღეს, 18 დეკემბერს, 12:00 საათზე, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამარათლის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
სასამართლო პროცესს ვანო მერაბიშვილიც დაესწრება.
დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან.
შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.