ხვალ 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიზნით თბილისის მერი გიორგი უგულავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში იქნა დაბარებული.
საქმე ეხება ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და ააიპ „თბილისის გავნითარების ფონდის" თანამშრომლების მიერ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.