მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულ სასამართლოში 61 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მირონ გორგიძე გაასამართლეს. კრიმინალურ ავტორიტეტს „მირიკოს" ზედმეტსახელად იცნობენ.
მირონ გორგიძე განსაკუთრებით დიიდ ოდენობის ნარკოტიკების შენახვაში ედება ბრალი. მას მოსამართლე იგორ იაკოვლევმა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ ადრე არაერთგზის ნასამართლები, ქუთაისელი მირონ გორგიძე მიმდინარე წლის 20 ივლისს მოსკოველმა სამართალდამცავენბა დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკვე გაასაჩივრა.
მასალის გამოყენების პირობები