დღეს, 14 საათზე, სააპელაციო სასამართლოში შედგება პროცესი, რომელზეც ბოლო კვირებში აჟიოტაჟია ატეხილი როგორც საინფორმაციო საშუალებებში ისე სოციალურ მედიაში. პროცესზე მოსარჩელეა კომპანია „მედგრუპ ჯორჯია". მოპასუხე კი პარლამენტარ თემურ (გიორგი) ფეიქრიშვილის ახლო ნათესავი.
დავა ეხება არშესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და პირობების შესრულების დაკისრებას. როგორც „მედგრუპ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მირიან ამირანაშვილი აცხადებს, პარლამენტარ ფეიქრიშვილის მფარველობით, მისმა ახლო ნათესავმა ჯაფიაშვილმა, კომპანია მოატყუა, რითაც კომპანიას ასიათასობით ლარის ზარალი მიადგა. „ხელი ეშლება 20 მილიონის ღირებულების საინვესტიციო პროექტს, რომელსაც კომპანია სახელმწიფოსთან ხელმოწერილი თანხმობით 2007 წლიდან ახორციელებს. პროექტი მომავალ წელს უნდა ჩაბარდეს, თუმცა იმ პირობებში, როცა გვაშანტაჟებენ და ცდილობენ გამოგვძალონ რესურსები ჩვენთვის ფაქტობრივად წარმოუდგენელია გრაფიკის მიხედვით მოქმედება" - აცხადებს ამირანაშვილი.
კომპანია მედგრუპ ჯორჯიამ 2012 წელს გააფორმა კონტრაქტი თბილისის მერიასთან რომელის თანახმადაც კომპანიას დაეკისრა წავკისის ტყეპარკის მოვლა. ტყეპარკის მიმდებარედ კი „მედგრუპ ჯორჯია" საერთაშორისო ველნეს კურორტის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის მიმდინარეობა გუშინ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც მოინახულა