აშშ-ს ფედერალურმა სასამართლომ დაადგინა, რომ სატელეფონო საუბრების მასობრივი მოსმენის პროგრამა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ განახორციელა არაკონსტიტუციურია.
ფედერალურმა საოლქო მოსამართლემ რიჩარდ ლეონმა განაცხადა, რომ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს პრაქტიკა არის მოქალაქეების პირად ცხოვრებაში უკანონო შეჭრა.
ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა კონტაქტით მომსახურემ ედვარდ სნოუდენმა პირველმა გააკეთა განცხადება პროგრამის არსებობის შესახებ, რომელიც აგროვებს მონაცემებს სატელეფონო ნომრების შესახებ, ზარის განხორციელების დროების შესახებ და გარკვეული პირებისათვის ტელეფონების კუთვნილების შესახებ.
თავის დადგენილებაში ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ კოლუმბიის ოლქიდან ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამას უხეში და გაურკვეველი ინსტრუმენტი უწოდა, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს შეინახოს და ანალიზი მოახდინოს აშშ-ს ტელეფონის მფლობელი ყველა ადამიანის მონაცემისა.
ეს დადგენილება მიღებული იქნა მას შემდეგ რაც განხილულ იქნა კონსერვატორი აქტივისტის ლარი კლეიმანის სარჩელი, რომელიც კომპანია Verizon-ის კუთვნილი ტელეფონით სარგებლობს.
ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო, ერთ ერთი უმსხვილესი სატელეფონო კომპანიისგან, როგორიც არის მაგალითად კომპანია Verizon მოითხოვდა რეგულარულად გაეხსნა ისეთი მონაცემები, რომელსაც თავის თავში მოიცავს სატელეფონო ნომრები, სატელეფონო ბარათების ნომრები და ტელეფონების სერიული ნომრები ყველა ზართან მიმართებაში რომლებიც კომპანიის სერვერების გავლით ხორციელდება თუ ერთ ერთი მაინც ვინც სატელეფონო ზარს ახორციელებს აშშ-ს ტერიტორიაზე იმყოფება.
მოსამართლე ლეონმა დაადგინა, მოსარჩელემ არსებითი ალბათობის დემონსტრირება მოახდინა იმისა, რომ ამ შემთხვევაში შესაძლოა „კონსტიტუციის მეოთხე ჩასწორების" გამოყენება, რომელიც უკრძალავს ხელისუფლებას ჩაატაროს ჩხრეკები და ამოღებები საკმარისი საფუძვლის არარსებობის გარეშე.
მან გამოიტანა წინასწარი აკრძალვის გადაწყვეტილება ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამის განხორციელების შესახებ, ამასთან ერთად მისი მოქმედების შესახებ, იმისათვის რათა მისცეს დრო იუტიციის სამინისტროს აპელაციისათვის.
ედვარდ სნოუდენი სასამართლოს მიერ გამოტანილ ამ გადაწყვეტილებას მიესალმა და თავისი მეგობარი ჟურნალისტის გლენ გრინვალდის საშულებით შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა.
„მე ვმოქმედებდი ჩემი მოსაზრებებისგან გამომდინარე, რომ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამა ინფორმაციის მასობრივი ხელში ჩაგდების შესახებ არაკონსტიტუციურია და რომ ამერიკული საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ეს საკითხები ღია სასამართლოში იქნეს განხილული", _ ნათქვამია სნოუდენის განცხადებაში.
ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილი იურისტი სტიუარტ ბეიკერი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი შესაძლოა აპელაციის შედეგად გაუქმდეს, თუმცა მოსამართლე ლეონის ამგვარად არგუმენტირებული აზრი ამერიკის მთავრობის ნამდვილი პრობლემა გახდება.
„ამ საკითხის განხილვა იქნება სხვა და სხვა ინსტანციების სასამართლოებში და წლობით გაართულებს ხელისუფლების მდგომარეობას", - მიიჩნევს ის.
ორშაბათს, თეთრმა სახლმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა სნოუდენს ამნისტია შეეხოს.
მანამდე რამდენიმე ხნით ადრე, სპეციალური ჯგუფის ხელმძღვანელმა რიჩარდ ლედჟეტმა, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოში შექმნილი ჯგუფის ხელმძღვანელია, რომელმაც იმ ზარალის მაშტაბები უნდა დააგინოს, რომელიც მათ სნოუდენის მხილებამ მოუტანა, გამოთხვა აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლოა სნოუდენს გარიგება შესთავაზონ.
თეთღი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა, რომ მთავრობა აგრძელებს რუსეთისგან მოთხოვნას, სადაც სნოუდენს დორებითი თავშესაფარი მისცეს, ეს ადამიანი აშშ-ში დააბრუნოს.
„მას სისხლის სამართლის ბრალდებები აქვს წაყენებული და ის აშშ-ში უნდა დაბრუნდეს, სადაც მას გაასამართლებენ ყველა იურიდიული პროცედურის დაცვით და ჩვენი სასამართლო სისტემის მიხედვით", _ განაცხადა კარნიმ.
მისივე თქმით, წინადადება სნოუდენისათვის ამნისტიის მინიჭების შესახებ არის მხოლოდ და მხოლოდ ლედჟეტის პირადი აზრი, ვინაიდან ამგვარი გადაწყვეტილებები იუსტიციის სამინისტროს დონეზე წყდება.
ფედერალური ხელისუფლება ედვარდ სნოუდენს სახელმწიფო ქონების ქურდობაში, სახელმწიფო უშიშროების შესახებ ინფორმაციის უკანონოდ გაჟღერებაში და საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროებაში ადანაშაულებს.
თითოეული ეს ბრალდება მაქსიმალურ ვადას 10 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაბათს, ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტომ პირველად თავის ისტორიაში თავის შტაბ ბინაში ჟურნალისტები შეუშვა, იმისათვის, რომ დაემტკიცებინა საზოგადოებისათვის, რომ მონაცემები, რომლებსაც ის აგროვებს ნაციონალური უსაფრთხოების მიზნებისათვის გამოიყენება.