ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი განახლდება.
პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.
,, დღეს გაგრძელდება სასამართლო პროცესი ვანო მერაბიშვილისა და ჩემი მონაწილეობით. ჩვენ როგორც ბრალდებულები ვმონაწილეობთ ამ საქმეში, რომელიც უკვე დადასტურდა, რომ ლაშა ნაცვლიშვილის შეკერილია. ჩემი ვარაუდით, პროკურატურა ასრულებს თავისი მოწმეების გამოძახებას და ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა წარმოვადგინოთ ჩვენი მოწმეები", _განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.