სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საკადრო ცვლილებები განხორციელდა და ხუთ დაწესებულებას ხელმძღვანელი შეცვალა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, სასჯელაღსრულების #5, #6, და #9, #11, #14 დაწესებულებებს ახალი დირექტორები უხელმძღვანელებენ.
"აღნიშნული საკადრო ცვლილებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრთან შეთანხმებით განხორციელდა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.