საფრანგეთში კრიმინალური დაჯგუფების 19 წევრი დააკავეს, რომლებიც ბინების ქურდობით იყვნენ დაკავებულნი.
ამას გარდა, ფრანგული მედიის ინფორმაციით, მათ ასევე ბრალად ედებათ ფულის გათეთრება. პოლიციამ უამრავი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები ამოიღო, მათ შორის ძვირფასეულობა, ძვირფასი თვლები და ძვირადღირებული საათები.
ამ კრიმინალური დაჯგუფების დასაკავებლად სპეცოპერაცია ჩატარდა. დაკავებულთა შორის არიან ქალებიც.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბინების ძარცვას კრიმინალური დაჯგუფება 2011 წლიდან ახორციელებს.