სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტის გამო ციხის დირექტორს შოთა ტრაპაიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე სუბარმა განმარტა პატიმრის ცემასთან დაკავშირებით მოკვლევა უკვე დაწყებულია.
,,იცით რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია ერთ-ერთი პატიმრის ცემის შესახებ მე-7 საპყრობილეში. ამ საკითხზე მოკვლევა დაწყებულია და სანამ მოკვლევა დამთავრდება მივიღე გადაწყვეტილება, რომ ციხის დირექტორს შოთა ტრაპაიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერდა. მოკვლევის დასრულების შემდეგ იმის მიხედით რა გამოიკვეთება საქმე გადაიგზავნება გამოძიებაში, ან შეწყდება მოკვლევა და ის აღდგება თანამდებობაზე", _განაცხადა სოზარ სუბარმა.