თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის პროცესი გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ბართაშვილის ადვოკატმა ეკა ციმაკურიძემ განაცხადა დღევანდელ სასამართლოს პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას არ გეგმავს.
,,სასამართლო პროცესზე შუამდგომლობის დაყენებას არ ვგეგმავ. უბრალოდ, რამდენიმე დამაზუსტებელი განცხადება მექნება. როგორც ვიცი, მოპასუხეს აქვს რამდენიმე შუამდგომლობა და ვნახოთ მოსამართლე თუ დააკმაყოფილებს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეკა ციმაკურიძემ.
მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ბორდმა გიორგი ბარათაშვილი არხის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან უკვე მეორედ გაათავისუფლა. პირველ ეტაპზე ბარათაშვილმა სასამართლოს გზით მოახერხა თანამდებობაზე დაბრუნება. დაცვის მხარე ბარათაშვილის თანამდებობაზე აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები