ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის ყოფილი გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი განახლდება.
პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება.
,,პროცედურულად ბრალდების მხარე კითხვას თავის მოწმეებს, შესაბამისად სასამართლოზე წინასწარ მომზადებული რაიმე შუამდგომლობით არ მივდივართ. აქამდე დაკითხული გვყავს 150-მდე მოწმე, არც ერთ მათგანს არც ჭიაბერაშვილი და არც მერაბიშვილი რაიმე დანაშაულებრივ ჯგუფში არ დაუსახელებიათ", _განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.