თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყება. დღევანდელ პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალი სიტყვებით წარსდგებიან, ასევე, ტექნიკური ხასიათის შუამდგომლობების დაყენება მოხდება. მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის ვარაუდით, დღევანდელ პროცესზე ბრალდება სავარაუდოდ, მოწმეებს არ მოიყვანს.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს 26 მაისის ეპიზოდთან დაკავშირებით დამამძიმებელი გარემოებებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი 2013 წლის მაისში წაუყენეს. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.