საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ნამიკ ალიევი მიიღო.
აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქმა და ელჩმა ორი ქვეყნის კონფენსიის ორმხრივი თანამშრომლების განვითარების საკითხები და კავკასიის მუსულმანთა სულიერი ლიდერის გაჯი ალაჰშუკურ პაშაზადეს იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში საქართველოს პატრიარქის მონაწილეობის საკითხი განიხილეს.
გარდა ამისა, საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა ქვემო ქართლში აზერბაიჯანელების რელიგიური უფლების შელახვის ფაქტებზეც ისაუბრეს, რომელსაც 15 სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე აქვს ადგილი.
"შეხვედრამ ძალიან თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. საქართველოს პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბაქოში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებს... ამასთან, პატრიარქმა და ელჩმა დაგმეს რელიგიური მოუთმენლობა და განცხადეს, რომ სამხრეთ კავკასიაში ქრისტიანებიც და მუსულმანებიც ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ, რის კონტექსტშიც მოუწოდეს საქართველოსა და აზერბაიჯანში მოქმედ მშვიდობის მოყვარე და ჯანმრთელ ძალებს, ხელი შეუწყონ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებას",- აღნიშნულია განცხადებაში.