საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიასა და ამერიკელ სენატორს ჯონ მაკკეინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი ასპექტები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხებს.
საუბრისას ირაკლი ალასანიამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიისა, უსაფრთხოებისა და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ ურყევი მხარდაჭერისთვის ამერიკელ სენატორს
მადლობა გადაუხადა.