საქართველოში სამუშაო ვიზიტით კანადის ელჩი ჯონ ჰოლმსი და სამხედრო ატაშე პოლკოვნიკი კრისტოფერ კილფორდი იმყოფებიან. დღეს, კანადელ დიპლომატებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა.
მხარეებმა საქართველოსა და კანადას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. მიხეილ დარჩიაშვილმა ჯონ ჰოლმსს სხვადასხვა მიმართულებით კანადის სამხედრო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართველი სამხედროების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის საგარეო პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ სიტუაციას. ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.