დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ისრაელის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, იუვალ ფუქსი მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ისრაელში დაგეგმილ ვიზიტსაც შეეხო.
ირაკლი ალასანია 7-8 დეკემბერს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ებრაელ კოლეგასა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.