ჩვენ ვაპირებთ გავამყაროთ ჩვენი პოზიციები ამიერკავკასიაში. ამის შესახებ სომხეთში ვიზიტად მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„რაც შეხება ამიერკავკასიას, რუსეთი აქედან არსად წასვლას არ აპირებდა. პირიქით ჩვენ ვაპირებთ გავამყაროთ ჩვენი პოზიციები ამიერკავკასიაში", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა აღინშნა, რომ სომხეთის მიერთება რუსეთის, ყაზახეთის და ბელორუსის საბაჟო კავშირთან „სერიოზულად გააძლიერებს მის ეკონომიკურ პოტენციალს".
შეგახსენებთ, რომ სექტმებერში სომხეთმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ხელშეკრულების პარაფირებაზე და საბაჭო კავშირში გაწევრიანების სურვილი გაახმოვანა.
მასალის გამოყენების პირობები