დღეს საქართველოს ეროვნულ გვარდიას ნორვეგიის შიდა გვარდიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ნორვეგიელ სამხედროებს მასპინძლობა საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსმა ლევან გამყრელიძემ გაუწია.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. ნორვეგიელი ინსტრუქტორების დახმარებით, სენაკში საშტაბო სწავლება იგეგმება. სწავლებაში მონაწილეობას ეროვნული გვარდიის მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების წარმომადგენლები მიიღებენ. საშტაბო წვრთნა 27 ნოემბერს დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება.
დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნული გვარდიის მეთაურმა ლევან გამყრელიძემ, დელეგაციის ხელმძღანელს პოლკოვნიკ როფ ვოლფს მედალი "გენერალი მაზნიაშვილი" გადასცა. დაუსწრებლად დაჯილდოვდა ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაური გენერალ-მაიორი ქრისტინ ლონდსი. მას მედალი "ქაქუცა ჩოლოყაშვილი" გადაეცა.
ნორვეგიის საშტაბო სწავლების პარალელურად სამეთაურო სწავლება გაიმართება თელავშიც. სწავლების დაგეგმვის მიზნით, საქართველოს ეროვნულ გვარდიაში დანიისა და ესტონეთის ეროვნული შიდა გვარდიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ ქართულ მხარესთან ერთად სწავლების დეტალები შეათანხმეს. მათი დახმარებით ქართველი ინსტრუქტორების გადამზადება იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები