თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ პირველსავე სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განმარტა მიმდინარე კვირაში ცხრაას სამხედრო მოსამსახურეს ბინები გადაეცემა.
"ჩვენი სამხედროები ამ გადაწყვეტილებას და ბინების დასრულებას დიდი ხანია, ელოდებიან. ასე რომ, მთავრობამ პირველივე სამუშაო დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და ამ კვირაში 900 სამხედრო მოსამსახურეს ბინები საკუთრებაში გადაეცემა ", - განაცხადა ალასანიამ.