საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენერალ ვახტანგ კაპანაძეს და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძესა და პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძესთან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს ირაკლი ძნელაძეს გაწეული ძალისხმევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მისი პროფესიონალიზმი კვლავაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოხმარდება. მანვე წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში გენერალ ვახტანგ კაპანაძეს, რომელიც კანდიდატურაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე განიხილება.
„წარმატებას ვუსურვებთ ვახტანგ კაპანაძეს და ვუცხადებ სრულ მხარდაჭერას. ვიმედოვნებ, რომ მისი სახით ქართულ ჯარს ეყოლება ღირსეული მეთაური",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები