"საქართველოს ბანკი"-ს გენერალური დირექტორი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა. ირაკლი გილაურმა აკადემიის სამივე კურსიდან 220 მსმენელს საბანკო საკითხებზე ლექცია წაუკითხა.
საბანკო სექტორის წარმომადგენელმა იუნკერებს „საქართველოს ბანკის" საქმიანობა და საბანკო-საფინანსო მუშაობის ძირითადი კრიტერიუმები გააცნო. მოხსენებისას მან იმ პრინციპებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ახალგაზრდებს მომავალი საქმიანობის წარმატებულად წარმართვაში დაეხმარება.
„საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. იუნკერებმა ირაკლი გილაურს სხვადასხვა შეკითხვები დაუსვეს, რომლებიც ძირითადად საქართველოს ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს, საქართველოს ეკონომიკაში ძლიერი ბანკების წვლილს, მცირე და საშუალო ბიზნეს-სესხებსა და სხვა ეკონომიკურ საკითხებს შეეხებოდა.
მასალის გამოყენების პირობები