თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში თავდაცვის სამინისტრო პრიორიტეტები კვლავ უცვლელი რჩება. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განმარტა ერთ მუშტად შეკრული პრემიერის გვერდში პრიორიტეტები რომელიც განსაზღვრულია შესრულდება.
,,პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მთელი გუნდი რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვმუშაობდით აგრძელებს ამავე პრინციპით მუშაობას. ორ დღეში დავამტკიცებთ მთავრობას. პრიორიტეტები რაც თავდაცვის სფეროში, უსაფრთხოების სფეროში განსაზღვრული იყო, ბუნებრივია, იგივე რჩება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ შემოგვემატა ერთი ახალი კადრი, ახალგაზრდა კაცი შს მინისტრი და დარწმუნებული ვარ, ერთ მუშტად შეკრული პრემიერის გვერდში პრიორიტეტები რომელიც განსაზღვრული გვაქვს შევასრულებთ", _განაცხადა ალასანიამ.