ნატოს სპეციალური წარმომდგენლის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის განმარტებით თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან შეხვედრისას ურთიერთთანამშრომლობის თემები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აპატურაიმ კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს არჩევნების წარმატებულად ჩატარება.
,,ჩემი ვიზიტის ძირითადი მიზანი ინაუგურაციაზე დასწრებას უკავშირდება. ასევე ნატოს სახელით მინდა მიულოცო საქართველოს თავისუფალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ამასთან თავადცავის მინისტრთან ურთიერთთანამშრომლობის თემასაც განვიხილავთ. ამ დროისთვის სრულდება ნატო-საქართველოს წლიურ, ეროვნულ პროგრამაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ავაღანეთის საკითხზე, სადაც საქართველო და ნატო მჭიდროდ თანამშრომლობენ", _განაცხადა აპატურაიმ.