ოსიაურის საცდელ ბანაკში საქართველოს შეიარაღებული ძალების 61-მა სამხედრო მოსამსახურემ სამედიცინო პუნქტს ერთჯერადი ჩივილებით მიმართა.
ფაქტთან დაკავშირებით "ქართული კვების კომპანია" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეს სამხედრო პოლიცია იძიებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ ჯარისკაცები მსუბუქ დიარეას უჩიოდნენ. არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს არანაირი ფორმის სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია და ისინი უკვე დაუბრუნდნენ საწვრთნელ პოლიგონს.
როგორც "ქართული კვების კომპანიაში" განმარტავენ, გამოძიების პირველადი მონაცემებით იკვეთება მზარეულის დაუდევრობა საკვების მომზადებისას და იგი უკვე დათხოვნილია სამსახურიდან.