პოლონელი მედიაობუცმენი ადამ მიხნიკი ტელეკომპანია იმედის მიერ მაუწყებლობის აღდგენის შესაძლო ბოლო ვადად ერთ კვირას, 7 დეკემბერს ასახელებს. შესაბამისი განცხადება მიხნიკმა "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესკონფერენციას ესწრებოდა ამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები.
ყოფილი დისიდენტი ადამ მიხნიკმა აღნიშნა, რომ იმედის ერთ კვირაში აღუდგენლობის შემთხვევაში მისი შეფასებები იქმება უმწვავესი.
"ასეთ შემთხვევაში მსოფლიოს მედიასაშუალებებით გავავრცელებ ინფორმაციას, რომ საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში აზრთა პრულარიზმის წინააღმდეგია", _ განაცხადა მიხნიკმა. მისივე თქმით, იგი ჩათვლის, რომ მისი საქართველოში მოწვევა და სამდღიანი დისკუსია ჩაითვლება, როგორც ხელისუფლების მიერ გაკეთებული ალიბი საკუთარი თავისთვის.
პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან პოლონური ჟურნალის Gაზეტა ჭყბორცზა (საარჩევნო გაზეთი) რედაქტორი ელენა ლუჩივო და ლიტვის ტელევიზიისა და რადიოს მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელი ნერიუს მალიკევიჩუსი.