ისრაელ საქართველოს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხი, საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტისას განხილული არ ყოფილა. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზეევ ელკინმა განმარტა, აღნიშნულ საკითხზე მისი ვიზიტისას მსჯელობა არ შემდგარა. თუმცა მისივე თქმით, დეკემბერში ისრაელში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი და სამომავლო თანამშრომლობაზე მსჯელობა სწორედ ამ დონის შეხვედრაზე შედგება.