საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევენთ მურან ბურჰანთანმა დიპლომატიური მოღვაწეობა დაასრულა. დღეს, თურქი დიპლომატი გამოსამშვიდობებლად საქართველოს თავდაცვის მინისტრს ეწვია. ირაკლი ალასანიამ სტუმარს სამხედრო სფეროში მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თურქეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. თურქეთ-საქართველოს ორმხრივი სამხედრო ურთიერთობა თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს, მათ შორის, სამხედრო განათლებას, ლოგისტიკურ, სამხედრო-ტექნიკურსა და სხვა სფეროებს.
მასალის გამოყენების პირობები