სამხედრო პოლიციელები სპეციალურად მათთვის შემუშავებულ სასწავლო კურსს პირველად გაივლიან. ახალი გადამზადების პროგრამა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. პოლიციელებისთვის პროგრამის შედგენაზე ეროვნული თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიების წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობდნენ.
სასწავლო კურსის შესახებ პრეზენტაცია დღეს, თავდაცვის მინისტრს ეთა-ს რექტორმა ზურაბ აგლაძემ და შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელმა ნუკრი გელაშვილმა წარუდგინეს. პრეზენტაციას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე გაეცნო.
სამხედრო პოლიციელების გადამზადების კურსი ეროვნულ თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლაში უახლოეს მომავალში დაიწყება. პოლიციელებს სამხედრო განათლების კუთხით ლექციებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები ჩაუტარებენ. შსს-ს აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები მათ პოლიციურ სასწავლო პროგრამებსა და სამართალმცოდნეობის მიმართულებებს შეასწავლიან. ექვსთვიანი მომზადების შემდეგ, კურსდამთავრებულები სერთიფიკატებს მიიღებენ და საკუთარ ქვედანაყოფებში გააგრძელებენ მსახურს.