რუსთავში, ახალგაზრდულ პარკში პრეზიდენტობის კანდიდატი, ლევან გაჩეჩილაძე და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად ამომრჩევლებს შეხვდნენ.
შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი იყო. ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს აქტიურობისკენ და მათ შეახსენეს, რომ გაზრდილი პენსიები, ხელფასები, ვაუჩერები, მათი პროტსტის შედეგია და 5 იანვარს დაწყებულ საქმეს, საბოლოო გამარჯვებამდე, ისევ ამომრჩევლები მიიყვანენ.
შეხვედრის შემდეგ საერთო-სახალხო მსვლელობა მოეწყო და საბჭოს წევრები ლევან გაჩეჩილაძის საარჩევნო შტაბს ესტუმრნენ, რომელიც გუშინ გაიხსნა და აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
მსგავსი გასვლები იგეგმება მთელი საქართველოს მასშტაბით და ეროვნული საბჭოს წევრები ისეთივე წარმატებებს ელიან, როგორითაც დღემდე სარგებლობდა ყველა მათ მიერ დაგეგმილი შეხვედრა.