დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შანდორ საბოს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს. მათ ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მასალის გამოყენების პირობები