ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი დღეს საქართელოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა, რომლიც ნატოს შტაბ-ბინაში ISAF-ში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას დაესწრო.
„ნატო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს თავდაცვის უწყების პროფესიონალიზმს და მიზანმიმართულ და წარმატებულ რეფორმებს. მიმაჩნია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო არენაზე, მათ შორის ავღანეთის მისაში. საქართველოს შეუძლია იამაყოს საკუთარი წარმომადგენლებით საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში", - განაცახადა ირაკლი ასალასანიათან შეხვედრის შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.