2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ფარიკაობაში ინტენსიურ მომზადებას გადიან. სამხედროებს ვარჯიშს ქართველი და ფრანგი ფარიკაობის სპეციალისტები უტარებენ.
დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები იანვარში გერმანიაში დაგეგმილ პარასპორტის მსოფლიო თასის ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას. მათ მომზადებას ორგანიზებას თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრი უწევს. პროექტში ჩართულები არიან კაპიტანი რომან აბაშიძე, კაპრალები თემურ დადიანი და ალექსი გითოლენდია.
2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებსა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სამხედრო ცხოვრებაში და საკუთარ გამოცდილებას ჯარისკაცებს უზიარებენ. მათთვის მუდმივად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სამხედროებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლებში თავდაცვის მინისტრთან და გაერთიანებული შტაბის უფროსთან ერთადაც მიიღებს მონაწილეობა.
მასალის გამოყენების პირობები