თავდაცვის სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს და გაკვირვებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდეების მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.
თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, მეტი სიფრთხილით მოეკიდონ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებას.
ქვეყნის თავდაცვითი ნაგებობების ლოკაციისა და ტიპის შესახებ ნებისმიერი სახის ინფორმაციის გავრცელება საფრთხის შემცველია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. სახელმწიფოს მთავარსარდლის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 23 ოქტომბრის განცხადება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ზიანს აყენებს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებულ ძალებს შესწევთ უნარი უზრუნველყონ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და საკადრისი პასუხი გასცენ უსაფრთხოების გამოწვევებს.
მასალის გამოყენების პირობები