ნატოს შტაბ-ბინა 22 და 23 ოქტომბერს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრება.
სამუშაო შეხვედრას ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალის მთავარი თემებია: ავღანეთის საერთაშორისო მისია, კიბერუსაფრთხოება და სარაკეტო თავდაცვა.
მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი ალასანიას ორმხრივი შეხვედრები ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან გენერალ კნუდ ბარტელსთან და ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან, ასევე უცხოელ კოლეგებთან და სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან ნატოში.