საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე" ქვეპუნქტის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე მყოფი ძვირადღირებული და სხვა მანქანების ჩანაცვლებას ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
ინფორმაცია ჩასანაცვლებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ მოცემულია დანართში N1.
დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია შემოთავაზებული ავტომანქანების სახეობისა და რაოდენობის შესახებ. ჩანაცვლება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც თითოეული ავტომანქანისათვის ცალ-ცალკე, ასევე, რამდენიმესათვის ერთად.
მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა შესთავაზოს პიკაპის ტიპის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანა, დანართ #2-ში ასახული ტექნიკური პარამეტრებით.
ჩანაცვლების პროცედურის შედეგად თითოეულ ნაწილზე მიღებული წინადადებების განხილვა-შეფასებისას, პრიორიტეტი მიენიჭება შემოთავაზებული ავტომანქანების რაოდენობასა და უკეთეს ტექნიკურ პარამეტრებს.