მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს არა თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ, არამედ ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
"ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართული პოლიტიკური თავდასხმები ადრეც ყოფილა და ეს ნაკლებად მაღელვებს, მთავარი პრობლემაა ის, რომ მიდის მიზანმიმართული კამპანია ქართული ჯარის დისკრედიტაციისთვის, ვგულისხმობ არა ბოლო პერიოდის მოვლენებს, არამედ, ეს ყველაფერი მოდის მაისიდან, როცა დაიწყო ქართული ჯარის და ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების დისკრედიტაცია", - განაცხადა მინისტრმა.
რაც შეხება ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტებს ალასანიამ განმარტა, რომ , არსებული ინფორმაციის მიხედვით, რომ ბოლო პერიოდში განვითარებული მოლენები შესაძლოა, საბოტაჟს უკავშირდებოდეს.
"გამოძიება მიმიდინარეობს რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, შეიძლება საბოტაჟთანაც გვქონდეს საქმე, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავასწრებთ. გამოძიება უახლოეს მომავალში დასრულდება. გამოძიებული საქმეების ნაწილი ჩვენ პროკურატურაში გადავაგზავნეთ და ნაწილს კი ჩვენ თვითონ ვიძიებთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.