აზერბაიჯანის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაამტკიცა პრეზიდენტის არჩევნების შედეგები.
ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალურად გამოცხადდა ახლადარჩეულ პრეზიდენტად. ალიევმა არჩევნებში მომრჩევლების ხმების 84,54% მიიღო.
აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების შედეგების საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა აუცილებელი პროცედურაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი არჩევნების შედეგებს მისი ჩატარებიდან 2 კვირის ვადაში ამტკიცებს.
უნდა აღინიშნოს რომ აზერბაიჯანში ჩატარებულმა არჩევნებმა ეუთოს მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა. 300 დამკვირებლის მონაცემებით საარჩევნო უბნების 58%-ში ხმის დათვლის პროცედურისას დაფიქსირდა დარღვევები.
ეუთოს განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებისა შეზღუდვით ჩატარდა.