წყალტუბოში გაერთიანებული ოპოზიციის წინასაარჩევნო შტაბი გაქურდულია. უცნობმა პირებმა ოფისიდან მხოლოდ კომპიუტერის პროცესორები წაიღეს. ისინი შენობაში მინების ჩამსხვრევის შემდეგ მოხვდნენ.
შემთხვევა დაახლოებით დილის 7.00 საათზე მოხდა. როგორც შტაბის უფროსი როზა ლორთიფანიძე აცხადებს, ქურდობას საფუძვლად პოლიტიკური მოტივი ედო, რადგან მხოლოდ კომპიუტერის ის ნაწილები წაიღეს, სადაც შტაბის გამართული მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციები ინახებოდა.
ეროვნული საბჭოს წყალტუბოს წარმომადგებლებმა უკვე მიმართეს პოლიციას, ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავებს, რათა დროულად დაიწყოს გამოძიება და დაკარგული ნივთების შტაბისთვის დაბრუნება.