საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცების მოწამვლის მორიგ ფაქტს არ ადასტურებენ.
უწყებაში განმარტავენ, რომ წუხელ დაახლოებით, 02:00 საათზე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაფიქსირდა, თუმცა ამის მიზეზი საკვებით ინტოქსიკაცია არ ყოფილა.
მაიორის ავთანდილ აბაშიძის განცხადებით, დაახლოებით 36 სამხედრო მოსამსახურეს მსუბუქი დიარეის გამო ჰქონდა ჩივილი, თუმცა ღებინება და მოწამვლისთვის დამახასიათებელი დამატებითი სიმპტომები არ დაფიქსირებულა.
აღნიშნული პირები ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, წუხელვე გადაყვანილ იქნნენ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.