ერევნის მერისა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის პრეზიდენტის მიწვევით, თბილისის მერი ერევანში იმყოფებოდა, სადაც მან ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დედაქალაქების მერების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.თბილისის მერმა დედაქალაქების მზარდი როლისა და ცხოვრების ხარისხის შესახებ, კონფრენეციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ვიზიტის ფარგლებში, გიგი უგულავამ ოფიციალური შეხვედრა გამართა ერევნის მერთან. შეხვედრაზე მხარეებმა დაძმობილებულ ქალაქებს შორის, თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
გიგი უგულავამ თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ასევე ერევნობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.