დღეს, 1-ელ დეკემბერს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია გამართა. შტაბი ლეობორისტული პარტრიის სათაო ოფისში განთავსდება.
შალვა ნათელაშვილის საპრეზიდენტო შტაბს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა უხემძღვანელებს. ნათელაშვილმა წარმოადგინა პარტიის იმ წევრთა სია, რომლებიც ჩართულნი იქნებიან საარჩევნო კამპანიის წარმართვის პროცესში.
"საარჩევნო შტაბში შესაბამის ბლოკებს უხელმძღვანელებენ: გენერალური მდივანი, იოსებ შატბერაშვილი, პატრიის იდეოლოგიური მდივანი, კახაბერ ძაგანია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პაატა ჯიბლაძე, პარტიის საორგანიზაციო მდივანი, კონსტანტინე გუგუშვილი, პარტიის საერთაშორისო მდივანი, პროფესორი, ნესტან კირთაძე, და ახალგაზრდულ ბლოკს უხელმძღვანელებს, რატი მაისურაძე", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.