დღეს, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სამხედრო პოლიციის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ 34 თანამშრომელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწეული ღირსეული საქმიანობისთვის მედლები „უმწიკვლო სამსახურისათვის" გადასცა.
სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელმა ISAF-ის ოპერაციაში მონაწილე 6 სამხედრო პოლიციელიც დააჯილდოვა. მათ ავღანეთში 6 თვის განმავლობაში წარმატებული სამსახურისთვის მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის" მიიღეს.
დღესვე, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ჩიხრაძემ სამხედრო პოლიციელებს პატრულირებისთვის Toyota-ს ფირმის ახალი ავტომობილები გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.