დღეს, 9 ოქტომბერს, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობს, რომელთა შორისაცაა აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანამდებობას ზედიზედ უკვე ორი ვადით იკავებს. მან 2003 და 2008 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.
2009 წლის 18 მარტს, საერთოეროვნული რეფერენდუმის ჩატარების შედეგად, აზერბაიჯანი კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოიხსნა შეზღუდვა ერთი და იგივე პირის სახელმწიფოს მეთაურად არჩევის რაოდენობაზე.
აზერბაიჯაში ხმის მიცემის უფლება 5 მილიონ ადამიანს აქვს.
აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაახლოებით 52 ათასი დამკვირვებელია რეგისტრირებული, მათ შორის 1 300 საერთაშორისო დამკვირვებელი მსოფლიოს 100 ქვეყნიდან და 50 საერთაშორისო ორგანიზაციიდან.
აზერბაიჯანის ტერიტორიასა და ქვეყნის 38 დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მთელს მსოფლიოში სულ გახსნილია 5491 საარჩევნო უბანი.
სააჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 19:00 დაიხურება.