თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი დარიუს პოგორჟელსკი მიიღო.
მინისტრის მოადგილემ პოლკოვნიკთან პოლონეთში მისი სამუშაო ვიზიტი შეაჯამა. შეხვედრისას საუბარი საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობასა და გაწევრიანების საკითხებს შეეხო. მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და მომავალი წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაზე შეთანხმდნენ.